დახურვა
სტილი
13.12.2023

ამერიკაში მცხოვრები ქართველი წარმოშობის მომღერალი, ნუცა შანშიაშვილი, The Voice-ში ნინი ბრეგვაძის ბოლო გამოსვლას ემოციური პოსტით ეხმაურება.

გთავაზობთ ნუცას პოსტს უცვლელად:

„წარმატებულ კარიერას და დიდ ბრწყინვალე მომავალს გისურვებ ნინი! ძლიერი მომღერალი ხარ, თავისუფალი, ლამაზი, ზღვა ხმით!

გისურვებ, რომ შეძლო ამ დაუნდობელ, ბინძურ შოუბიზნესში შენი ადგილი სუფთა ხელებით მოგეპოვებინოს, იქ სადაც ნიჭზე მეტად წყვეტს ყველაფერს ფული, ლოგინი და უსამართლობა!

მაგარი გოგო ხარ! ბედნიერი მომავალი შენს ხმას!

იმუშავე შენს პიროვნებაზე, რათა ვარსკვლავი ხდები, მარადიული და დიდი პირველ რიგში შენი ცხოვრების სტილით და პიროვნული ღირებულებებით! Saba Vachiberidze საბა ბრავო! გენიოსი ხარ!!!" - წერს ნუცა შანშიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×