დახურვა
სტილი
14.12.2023

თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც მის შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მომღერალი და რადიოწამყვანი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში საკუთარი ცხოვრებიდან უამრავი ადამიანი გაისტუმრა.

როცა ჩემი მეორე შვილი დაიბადა და ორივე სიკვდილს ვებრძოდით. არავინ იცოდა, გადავრჩებოდით თუ არა. რა თქმა უნდა, მე ამ მდგომარეობას ვერ აღვიქვამდი, მაგრამ ექიმები ჩემებს ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ შეძლებდნენ თუ არა ჩვენს გადარჩენას. შემდეგი ორი თვე მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, გამოვიდოდა თუ არა ჩემი შვილი მდგომარეობიდან. ის რეანიმაციაში იყო. პირველი სამი კვირა განსაკუთრებით რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ბევრი ადამიანიც გავისტუმრე ჩემი ცხოვრებიდან. თითქოს გავთავისუფლდი კიდეც ამის გამო.

კიდევ ერთი შიში მახსენდება, ზღვაში ვიხრჩობოდი. წლების წინ, დაქალთან ერთად წავედი ზღვაზე. ჩავედი თუ არა, იმ დღესვე დაიწყო შტორმი. კამერა ვიყიდე და დიდი ამბით შევედი, ცურვა არ ვიცი და ვიფიქრე, ნაპირზე ვიცურავებ-მეთქი. ტალღებმა ამიტაცა და სანაპიროზევე ვიხრჩობოდი. უზარმაზარ ქვებს ვურტყი თავი. ბოლოს ვიღაც ქალმა გადამარჩინა, ამომათრიეს წყლიდან და საავადმყოფოში წამიყვანეს. სერიოზული ტვინის შერყევა მქონდა და დასვენების ათი დღე დაწოლილმა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში გავატარე. ქვებზე რომ ვურტყამდი თავს, ჩემს გოგონაზე ვფიქრობდი. ძალიან მეშინოდა, ნეტა, ჩემს ლიზას ვინ მიხედავს-მეთქი და მერე საერთოდ გავითიშე. როგორც მითხრეს, გონს ნახევარ საათში მოვედი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×