დახურვა
სტილი
18.12.2023

ნინო კვარაცხელიასა და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო. წყვილი ერთმანეთს 40 წლის წინ, სოხუმში დააშორეს. ნინო კვარაცხელია წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ემზარი კი – მარტვილში. წყვილი ამ დრომდე სოციალური ქსელით კონტაქტობდა. რამდენიმე კვირის წინ კი, ემზარი ნინოსთან ნიუ-იორკში ჩავიდა.

მას შემდეგ, წყვილი საზოგადოებას საკუთარ ყოველდღიურობას უზიარებს. მსგავსი შინაარსის მორიგ პოსტს ამჯერად, ნინო კვარაცხელია ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს:

„როგორც იქნა გავაღწიეთ სახლიდან. წვიმდა და ნაწილობრივ ჩაგვეშალა გეგმები, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ,,რაცხა-რუცხეები“. მეტროთი ვიმგზავრეთ, ჰოო მართლა ზოგიერთი მოქირქილე ადამიანების საყურადღებოდ. აი, იმათი, რომ წერენ კომენტარებში: „საინტერესოა, სადმე საქართველოს სოფელში რომ აღმოეჩინა ის ქალი, ისევე ეყვარებოდა, როგორც ახლაო?“ან კიდევ „დოლარების ჭრაჭუნი“ და „ვბღავითო“ - არც მანქანა გვყავს, არც დოლარები ჭრაჭუნობს.

სად ცალიათ საჭრაჭუნოდ, არ იბღავლოთ, გთხოვთ.

ჯღარკავა მშვენივრად გრძნობდა თავს აბედათში, მაგრამ იცოდა, რომ უამრავ პრობლემასთან მიწევდა გამკლავება და ჩამოვიდა, რომ მხარში დამდგომოდა, გავეძლიერებიე, ვოტ.

ალბათ, ყველა ადამიანს თავისი „მორალური“ საზომი აქვს ცხოვრებაში, რითაც ზოგიერთი მხოლოდ ჯიბის საფულის სისქეს და საბანკო კარტის სიღრმეს ზომავს.

ჰოდა, წავრიხინდით მეტროთი, მთელი გზა „ზუზუნებდა“ ჯღარკავა: „არ მინდა თმის შეჭრა, მარტვილის სტილი უნდა შევინარჩუნო  ვერ ვუღალატებო“. ასე მივზუზუნდით ბრაიტონზე, როგორც კი „Bay studio“-ში შევედით, მაიკომ ისე გემრიელად და თბილად მიგვიღო, ჯღარკავამ განწყობა შეიცვალა.

გვშია, ისე რა წესია, ჯღარკავა გაძლიერებულ კვებაზე მყავს და მე ვსუქდები, ეგ კია ტანწერწეტა, სირბილ-სირბილით მივირბინეთ ქართულ რესტორანში, ერთმანეთს ვასწრებდით. რაც მთავარია ლობიანი ვჭამეთ. მერე ისევ სირბილით ჩავხტით მეტროში და კიდევ უფრო კმაყოფილი და დანაყრებული სახით აღვმოვჩნდით მანჰეტენზე, სულ რაღაც 20 წუთი გვქონდა დრო, „ჩავკარტოჩკდით“, ცოტა მივათვალიერ-მოვათვალიერეთ და ისევ გავიქეცით. ნუ, ასეთი ტემპო-რიტმია ამერიკაში და რა ვქნათ, სულ დარბიხარ. დანარჩენ შთაბეჭდილებებზე ჩემი ბიჭი მოგიყვებათ“, – წერს ნინო კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×