დახურვა
სტილი
19.12.2023

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში მარიამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ? ქეთი ბერძენიშვილი რომ მომიკვდა (ჯერ არ გამიაზრებია), მერე ჩემი გიზო სოროზანაშვილი რომ მომიკვდა და მერე ჩემი ბაჯო (მანანა) ჯინჭარაძე, მეგონა საკმარისი იყო იმისთვის რომ გავგიჟებულიყავი.... ჩემი "ვართქიშა" (ასე ეძახდა დედაჩემი), ჩვენი საზოგადოების მარიამ სირბილაძე მოგვიკვდა.... წარმოუდგენელი ამბავია.... წარმოუდგენელი",- წერს დათო ლიკლიკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×