დახურვა
სტილი
20.12.2023

2023 წლის 17 დე­კემ­ბერს, 89 წლის ასაკ­ში დიდი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე მშობ­ლე­ბის გვერ­დით გუ­შინ დაკ­რძა­ლეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა ზო­გი­ერ­თმა სა­ხემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ, მათი შე­ფა­სე­ბით, რე­ჟი­სო­რი სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვით არ დაკ­რძა­ლეს.

მათ შო­რი­საა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

"ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი ისე დავ­კრძა­ლეთ, სხვა­თა შო­რის. არა­და, თით­ქოს რი­ტუ­ა­ლე­ბის და სიმ­ბო­ლო­ე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ, გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი კარ­ნა­ვა­ლე­ბის - თო­რემ, ვის რო­გორ გა­ას­ვე­ნე­ბენ და მით უფრო, სად და­ა­საფ­ლა­ვე­ბენ, ვე­რა­ნა­ი­რად შეც­ვლის მის მე­ო­რე სი­ცო­ცხლეს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ რომ იწყე­ბა. არ მი­თხრათ ახლა, ოთარს ასე უფრო უხ­დე­ბო­დაო. ერ­თია, რა უხ­დე­ბა მას და მე­ო­რე - რა გვიხ­დე­ბა ჩვენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×