დახურვა
სტილი
21.12.2023

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილის შესახებ ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„გუშინ ძალიან ემოციური დღე მქონდა. გვიან მოვედი. სათითაოდ მივდიოდით იმ მოხუცებთან სახლში, ვისაც მომკითხავი არავინ ჰყავს, ზოგს გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრები, ზოგს ჰყავს, მაგრამ მიგდებული ჰყავთ მოხუცები. მათ მართლა პატრონობს გამგეობა და მათი თანამშრომლები.

ყველაზე მძიმე ჩემთვის მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილთან მისვლა იყო. არ ვიცოდი ვისთვის მიმქონდა ნობათი, კარი გაიღო და გავშრი, დავიბენი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შვილისა და შვილიშვილების პატრონი ბატონი გრიშა მართლა გამგეობის იმედად იქნებოდა. მერე გავიგე, რომ დიდუბის გამგეობა წლებია პატრონობს, მიდიან მიაქვთ დახმარებები, ულაგებენ სახლს, ეფერებიან...

არავინ ვიცით ვის რა სიბერე გვაქვს, ამიტომ მაქვს ოცნება მქონდეს ბევრი ფული და ავაშენო დიდი, ევროპული დონის მოხუცთა პანსიონატი, მე ვიცი შევძლებ ამას! ბედნიერი დღე ყველას!“ – წერს ნინო ჯღარკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×