დახურვა
სტილი
06.01.2024

მოცეკვავე მარი ბაბეტა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, იგი ავტოავარიას ემსხვერპლა.

ასევე გავრცელდა ვერსიები, რომ მან თვითმკვლელობა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სცადა. თუმცა მისი მეგობრები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„ბაბეტაზე რაც გარდაცვალების შემდეგ ხდება, რა მარაზმია. მანამდე როგორი იყო მისი შეფასებები და დღეს, ერთ დღეში, როგორ შეუყვარდა ბევრს.

სიკვდილზე ვგიჟდებით. როცა მოვკვდები, ვისაც დღეს არ გიყვარვართ, არ მოგწონვართ, გიკრძალავთ ყალბ სტატუსებს:)

და ვისაც გიყვარვართ სიკვდილამდე მირჩევნია ამის გაგება" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×