დახურვა
სტილი
09.01.2024

უელსის პრინცესა წელს არაერთი გამორჩეული ლუქით გამოჩნდა. Page Six Style-მა გამოთვალა 2023 წელს ქეითის ნივთების საერთო ღირებულება, რომელმაც $72,433 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით, მან ახალ ტანსაცმელზე $47,163-ით ნაკლები დახარჯა.

პრინცესას გარდერობში ნახავთ როგორც 3820 დოლარის ღირებულების ჯენი პეკჰემის საღამოს კაბა, ასევე Dazzler-ის ჯინსს (228$).

„წელს ქეითის გარდერობის ხარჯების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სამეფო ტურის არარსებობით", - ამბობენ მოდის ექსპერტები. უელსის პრინცესამ ასევე შეამცირა სამკაულების კოლექციაც. გარდა ამისა, რამდენჯერმე ეცვა ერთი და იგივე სამოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×