დახურვა
სტილი
11.01.2024

ელენე ფოჩხუა ჟურნალ „სარკის" კითხვას პასუხობს, ორ შვილის მარტო გაზრდას როგორ ახერხებს:

„როცა ოჯახი მქონდა, მაშინაც დიდწილად იყო ჩემზე ეს პასუხისმგებლობა. არ მინდა, უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მეუღლეზე მეტი შემოსავალი მქონდა. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ხან ასე ხდება ხოლმე. ასე რომ, ამ გარემოებას შეჩვეული ვიყავი და არ შემშინებია, როცა მივხვდი, რომ მარტოს უნდა მიმეხედა შვილებისთვის. ყველა ქალს შეუძლია, დამოუკიდებლად გაიტანოს თავი. ბოლოს და ბოლოს სახლს დაულაგებს ვინმეს და შვილებს საჭმელს მიუტანს.

ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ქალი რასაც გაუმკლავდება ფინანსური გაჭირვების დროს, კაცი იმდენს ვერ შეძლებს. არ არის მარტივი გადასახადები, ბავშვების სწავლა და ათასი წვრილმანი, რომლებთან შეხებაც ყოველდღიურად გვიწევს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×