დახურვა
სტილი
17.01.2024

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო ცოტა მეუხერხულება ამ სტატუსის დაწერა, მაგრამ პირადში სათითაოდ რომ არ გიხსნათ, ბარემ ერთიანად მოვყვები.

დღეს ბენეფიციარებთან მყოფი ადამიანებისთვის მე არც წამოსვლა მითხოვია და არც დახმარება. ყველა საკუთარი ინიციატივით ჩაერთო. თავად შეაგროვეს ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები,საჩუქრები და ასე შემდეგ. თავად მათი სურვილი იყო დღეს იქ წამოსვლა. ასე რომ ვითომ ხუმრობით ნათქვამი "გეთქვა და მეც წამოვიდოდი" ძალიან უადგილოდ მიმაჩნია. 2 თვე ვაგროვებდით ნივთებს და პოსტს პოსტზე ვდებდი. დღევანდელი ფოტოები თუ ნახეთ, სხვა პოსტებსაც იხილავდით. არ მინდა ის ვიფიქრო, რაც პირველი თავში მომდის, ამიტომ ყურადღებით ადევნეთ ჩემ გვერდს თვალი. აპრილში უფრო მასშტაბური აქციის დაგეგმვას ვაპირებ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×