დახურვა
სტილი
17.01.2024

დაიწყეთ დღე სწორად

ის, თუ როგორ იწყებთ დილას, ქმნის მთელი დღის განწყობას. თუ დილით ადრე გაიღვიძებთ და სრული სამუშაო მზადყოფნა გექნებათ, დღის განმავლობაში უფრო მეტს მოასწრებთ. გარდა ამისა, საჭიროა დღე პოზიტიურად დაიწყოთ. ყველაზე მეტად ადამიანები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რისი მოსწრება ვერ შეძლეს წინა დღეს, მაგრამ საკუთარი დროის გაცილებით წარმატებულად გამოყენებისთვის საჭიროა პრიორიტეტები თავიდან დასვათ და შეუდგეთ მიმდინარე დღისთვის დასახული მიზნების მიღწევას. გადადეთ ტელეფონი, ელფოსტა და დაიწყეთ გონებრივი საქმიანობის მასტიმულირებელი რაიმე ვარჯიშით ან ფიტნესით. ფიზიკური ვარჯიში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას ახდენს და დაგმუხტავთ, იოგა კი თავს გაგითავისუფლებთ.

შეეცადეთ პოლიფაზური ძილით იძინოთ

ჩვეულ რეჟიმში ადამიანს მხოლოდ ღამით უნდა ეძინოს, მაგრამ თუ თქვენ მოახერხებთ სამუშაო დღის მანძილზე წათვლიმოთ, მაგალითად, შესვენებისას, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, დარჩენილი სამუშაო დრო უფრო პროდუქტიულად გაატაროთ. პოლიფაზური ძილი - არის მეთოდი, რომლის დროსაც ჩვეულებრივ 7-საათიან მონოფაზურ ძილს ანაწილებენ და ყოველ ექვს საათში იძინებენ 30 წუთით. ამასთან, თქვენ გაგიჩნდებათ დამატებით ხუთი საათი ძილისთვის მთელი დღის განმავლობაში, სცადეთ, იქნებ ასეთი რეჟიმი უფრო სასარგებლო იყოს თქვენთვის.

ცხოვრებას უყურეთ ოპტიმისტურად

უორიქსის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბედნიერი თანამშრომლები გაცილებით უფრო ენერგიულად მუშაობენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალისიან ადამიანებთან ერთად მუშაობისას დანარჩენების პროდუქტიულობა იზრდებოდა 12%-ით. თუ გინდათ, რომ საქმიანობის სფეროში მაღალპროდუქტიული მაჩვენებელი გქონდეთ, აუცილებლად იმუშავეთ ხალისიან თანამშრომლებთან ერთად და მოერიდეთ ნეგატიურებს. გარდა ამისა, თქვენც შეგიძლიათ სხვათა პროდუქტიულობის ამაღლება კარგი განწყობის შენარჩუნებით და გამოვლენით - ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.

სვით ყავა

სიახლე ყველა ყავამანისთვის: კვლევები აჩვენებენ, რომ ყავა პროდუქტიულობის დონეს ამაღლებს. ყავა უდიდეს დახმარებას გაგიწევთ პროდუქტიულობის გაზრდაში. დღის მანძილზე ნეირონების აქტივაციისას ტვინში ხდება ადენოზინის გამომუშავება, რომლის მუდმივი გამომუშავების შედეგად ადამიანი თავს დაღლილად და მოტეხილად გრძნობს. ყავა დაგეხმარებათ ამ ეფექტთან გამკლავებაში და შეასრულებს ადენორეცეპტორების როლს, რომლებიც ადენოზინს ბლოკავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×