დახურვა
სტილი
17.01.2024

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ამჯერად ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია.

"პირველი ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.

დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ".

ამჯერად ქეთი "ინსტაგრამზე" გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და რჩევებს უზიარებს:

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო 7 თვეში 6 კილო მოიმატა. მისი თქმით, 6 საათის შემდეგ არ ჭამს.

"საღამოობით, თუ სადმე გავდივართ, მხოლოდ მაშინ ვარღვევ, ძირითადად მიჩვევის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ გვიან არ ვჭამ და ცხიმიან საკვებს ვერიდები, ტოქსიკოზი მაინც მაქვს" - ამბობს ქეთი ხატიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×