დახურვა
სტილი
18.01.2024

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე საუბრობს სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 30 წლის წინ და­ე­მარ­თა, "მთა­ვარ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბა. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ წლე­ბია ჰი­პო­თე­რი­ოზს (ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ყვე­ლა­ზე ხში­რი დარ­ღვე­ვა - ავტ.) ებ­რძვის, რა­მაც პირ­ველ რიგ­ში, წო­ნის პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა. იმოქ­მე­და ასე­ვე მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე და ემო­ცი­ური გა­ხა­და...

"ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და. წლე­ბის წინ, მა­მას და­ე­მარ­თა ჰი­პერ­თე­რი­ო­ზი და გახ­და, ძალი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ მა­შინ. 

მე რაც და­მე­მარ­თა, ეს იყო სა­ოც­რე­ბა, ყო­ველ­დღე ვი­მა­ტებ­დი წო­ნა­ში. მქონ­და სტრე­სუ­ლი ფონი. ხომ ამ­ბობს ზოგი, რომ მე­კე­ტე­ბა და ვერ ვჭამ, მე კვე­ბის­თვის არ მო­მი­მა­ტია, მაგ­რამ ხან­და­ხან "ვი­სუსნე­ბო­დი“, მაგ­რამ არა იმ­დენს, რომ ორ თვე­ში 22 კილო მო­მე­მა­ტა.

რამ­დე­ნი­მე­ჯერ მივ­მარ­თე თე­რა­პევტს... მი­თხრა, 12 სა­ათ­ზე მი­ირ­თვით ერთი სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, 2-ზე - ხუთი. მე ვუ­თხა­რი, პი­რის ამო­სა­კე­რად არ მოვ­სულ­ვარ, რა­ღაც მჭირს, ვი­მა­ტებ ისე, რო­გორც არას­დროს, არა­ბუ­ნებ­რი­ვად-მეთ­ქი. მქონ­და ნევ­რო­ზი, ისე, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტი­რე­ბო­და. სა­ერ­თოდ ვცდი­ლობ ხოლ­მე, რომ ამა­ღელ­ვე­ბელ მოვ­ლე­ნებს სხვა კუ­თხით შევ­ხე­დო, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს დავ­ცი­ნო­დი, მულ­ტფილ­მებ­ზე, ფილ­მებ­ზე, მო­ყო­ლილ ამ­ბებ­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე ვტი­რო­დი.

ეს ის პე­რი­ო­დი იყო რო­დე­საც ჩემს შვი­ლებს ვა­ყუ­რე­ბი­ნებ­დი ქარ­თულ ფილ­მებს. მახ­სოვს ერთხელ, "მამ­ლუ­ქი“ ვაჩ­ვე­ნე და ფი­ნალ­ზე ისე ვტი­რო­დი, რომ ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით მომ­დი­ო­და. ასე­ვე და­მე­წყო გულ­მა­ვი­წყო­ბა.

იმ წლებ­ში "ნო­კი­ას“ სახ­სნე­ლი აპა­რა­ტი მა­ჩუ­ქეს და მახ­სოვს, რომ ვხსნი­დი, იმა­ზეც კი ვტი­ოდრი ხოლ­მე. 

დღეს ვცხოვ­რობ ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად. სტრე­სულ ფონს ისიც ემა­ტე­ბა, რომ წე­რე­თელ­ზე ვცხოვ­რობ და ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა, ორ­მა­გი სტრე­სი. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე წო­ნა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ გი­თხრას, მოდი, რა ცოტა და­ი­კე­ლი, ბო­დი­ში, რა, შენ­ზე მე­ტად მინ­და, რომ და­ვიკ­ლო. რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია მშვიდ­დე­ბა ხოლ­მე, ანა­ლი­ზე­ბიც მწყობ­რში დგე­ბა და მშვე­ნივ­რად მომ­ყვე­ბა წონა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×