დახურვა
სტილი
23.01.2024

მომღერალი წყვილის, ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის დუეტი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. მათი ნამღერი პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემდეგ ტელეპროექტში ,,მიმღერე” გამოჩნდნენ, მას შემდეგ კი მათ გარეშე ქალაქში კონცერტი იშვიათად იმართება.

მოსიყვარულე წყვილის ოჯახური ცხოვრება 14 წელს ითვლის. მათ ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, რომელიც წყვილმა გადალახა და უფრო მეტად დააფასა სიყვარული და ოჯახური იდილია:

„იყო ჩვენს ცხოვრებაშიც ცოტა რთული ეტაპები, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი თანაცხოვრების შუა პერიოდში, როდესაც ცოტა გაუგებრობა გაჩნდა, რომელიც ხშირადაა ხოლმე ოჯახებში. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და პაუზაც კი დაგვჭირდა. სწორედ ამ პაუზის პერიოდში მივხვდით, რომ ძალიან გაგვიჭირდა უერთმანეთოდ და ერთმანეთის გარეშე ნამდვილად ნახევარ-ნახევარი დავრჩით. ისევ თავიდან გავხდით შეყვარებულები, ისევ დავიწყეთ ერთმანეთისთვის გაპრანჭვა და ახლებურად აძგერდა გული.

პაუზა დაახლოებით 2 წლამდე, მაგრამ აქ არ ყოფილა კონფლიქტი და დაპირისპირება. საკუთარ თავში რაღაცების გადაფასება და გადახალისება იყო საჭირო.

ეს პერიოდი გელასთვის უფრო იყო გაკვეთილი. ალბათ კარგად მიხვდა, რომ შეიძლებოდა ისეთი მნიშვნელოვანი რამ დაეკარგა ცხოვრებაში, რასაც ოჯახი, შვილები, მეუღლე და საერთო საქმე ჰქვია.

ჩვენი კამათი არის ძალიან ცეცხლოვანი და ძალიან ხანმოკლე. ყოფილა ისეთი სასაცილო მომენტები, როდესაც ან გელა, ან მე გავსულვართ სხვა ოთახში გაბრაზებული და ამ დროს ყოველთვის ასეთი განცდაა – გავიდა 2 წუთი, მოდი, ჩამეხუტე. რა თქმა უნდა, ოჯახში კამათი ყოველთვის არის და იქნება, მაგრამ, რაც მთავარია, წყენა უნდა იყოს ხანმოკლე. ბევრი ძალისხმევა არ გვჭირდება ერთმანეთის შემოსარიგებლად.

როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ძალიან გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია, მაშინ ბევრი პრობლემა გვარდება. დათმობაც თავისით მოდის, ხასიათების დაბალანსებაც. ამ ბოლო დროს ძალიან ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს“, - განუცხადა "სარკეს" ანუკი ცქვიტინიძემ.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×