დახურვა
სტილი
23.01.2024

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანების ურთიერთობებს და ზოგი ადამიანის ბოროტულ ზრახვებს ეხმაურება.

„თუ ადამიანები არ გაღიარებენ, ნუ იდარდებ. საერთოდ, სუსტ ადამიანების უჭირთ სხვა ადამიანების აღიარება. ცოტაა, სიღრმისეულად გონიერი და ძლიერი. არაფერია იმაზე დიდი ნიჭი, როცა შეგიძლია კონკურენტს ტაში დაუკრა, აღიარო და შეაქო.არასოდეს შეადარო შენი ნიჭი სხვის ნიჭიერებას. არასოდეს შეახარბო შენი წარმატება და ბედნიერება სხვას. არასოდეს არ გინდოდეს სხვის ჯინაზე ბედნიერება და წარმატება. ჯიბრზე და ჯინაზე აგებული ცხოვრება და წარმატება ანგრევს მომავალს ადამიანებს, ერთმანეთის სიღრმისეული ტკივილის გაგება რომ შეეძლოთ, აღარ იქნებოდა ამდენი ბოროტება. ბოროტმა არ იცის, რომ ბოროტია, ის მუდმივად ცუდად არის, ოღონდ მიზეზს ვერ ხვდება, არც შურიანმა იცის რა ახრჩობს, მათ ჰგონიათ უსამართლოდ ექცევა ცხოვრება. მეც მყავს ადამიანი, რომელიც მერჩის, მაბრკოლებს, წინ მეღობება, არ მაღიარებს, მაკნინებს სხვებთან, თან ისეთი სერიოზული შეხებაც არ მაქვს, ჩემზე მაღლა დგას, მაგრამ გამჩენი არ ასვენებს. არც კი მაღელვებს, არც კი მადარდებს, ვერც ვნერვიულობ, ვერც ვიღებ.. მე მტერი არ მყავს, იცით რატომ? არ ვიღებ მის გამოწვევას, მე შემიძლია გავიგო მისი ტკივილი, იმიტომ, რომ არ მინდა ბოროტი გავხდე. არ ვერჩი, რადგან, მას თავის თავიც ყოფნის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დასაჯოს.

"თუ გაგიწვიმდა, მე ვიქნები შენი ქოლგა,

თუ გაგიწვიმდა, მე ვიქნები წყალგაუმტარი რეზინის ბოტები.

არ შეგეშინდეს ძლიერი წვიმის, მე დიდი საწვიმარიც ვარ.

არ იდარდო, არც შეგეშინდეს, არ დასველდები", - წერს გია ჯაჯანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×