დახურვა
სტილი
31.01.2024

კომპანია "რეინვესტ ჰოლდინგის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პავლე მგელაძე  ამბობს, რომ ახალგაზრდებს  წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ხოლო 15-25 წლამდე ადამიანების 80% არის უმუშევარი.

„15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს რომ შევხედოთ, რატომ „ჩავიციკლეთ“ ამ 15-25 ზე და რატომ არ გვაინტერესებს 40-50? რადგან ეს არის შენი ყველაზე ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ფენა, რომლის 80% არ მუშაობს.

არ იყენებს ქვეყანა იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად გამოსაყენებლია. ვიღაცები იტყვიან, რომ ეს ხალხი სწავლობს და რეალურად რას სწავლობენ? ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არა მარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილსაც კი ვერ კითხულობენ.

წაკითხვით კი წაიკითხავს, მაგრამ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მიდი დააწერინეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს დოკუმენტი და წავიდეს და ინვესტორისგან ფული მოიტანოს, ჯერ ასეთი რამ არ ყოფილა,“ – ამბობს პავლე მგელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×