დახურვა
სტილი
31.01.2024

მსახიობი, ილო ბეროშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება.

ილოს ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ უსაუბრია და საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაუზიარებია, ამჯერად კი ვრცელ კომენტარს აკეთებს:

"მე ნარკოტიკმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა და ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. ძალიან მძიმე გამოცდილებისა და წარსულის მიუხედავად, უნდა იყოს ამაზე საუბარი აუცილებლად.

არ გეხმარება ნარკოტიკი, არა. უბრალოდ, ილუზიაში გამყოფებს, ტყუილში და საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების უნარს ხვეწ. მერე კარგავ საკუთარი თავის პატივისცემას და მერე, დომინოს პრინციპით, მთელი სამყარო გენგრევა თავზე" - წერს ილო ბეროშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×