დახურვა
სტილი
01.02.2024

ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი მამის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.

ქართველი საესტრადო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას" წევრი თემურ წიკლაური, 2021 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მდგომარეობის გართულების შემდგომ თემურ წიკლაური თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა, მომღერალს სიცოცხლის პერიოდში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის" როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი" დღემდე მაყურებლისათვის ერთ-ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×