დახურვა
სტილი
03.02.2024

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი, დირიჟორი კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი გადაცემა „ჩვენ ოჯახს" სტუმრობდნენ, სადაც ისაუბრეს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორი ურთიერთობა და რა სამომავლო გეგმები აქვთ.

„ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს ჩვენი გაცნობის ისტორია.. რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და მეგობარმა მოინდომა, რომ ჩემთვის ფოტოსესია გაეკეთებინა და გადამიღო რამდენიმე ფოტო.

პიანინოსთანაც გადავიღე ფოტოები, თავიდან არ ვაპირებდი მის ატვირთვას სოციალურ ქსელში, ესეც ჩემმა მეგობარმა მთხოვა. ავტვირთე და როგორც ჩანს კარლომ ნახა ეს ფოტო. პირველი კომპლიმენტი იყო Belissimo და დაიწყო ჩვენი საოცარი ისტორია.

ამის შემდეგ 3 დღე ვწერდი კარლოს. წარმოდგენა არ მქონდა ვის ვემესიჯებოდი. 3 დღის მერე მითხრა, ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე არის და ძალიან ვღელავთ.. ხვალ შედეგები დაიდება ოსკარზე, დედაჩემის და ჩემი ძმის ფილმია წარდგენილიო. ვიფიქრე, მეორადი როლი აქვს ალბათ.. და ბოლოს აღმოჩნდა სოფი ლორენი. სასიამოვნო შოკი დამემართა.

შთამბეჭდავი იყო სოფი ლორენთან შეხვედრა. ძალიან ემოციური, უშუალო და სასიამოვნო", - განაცხადა მარიამ შარმანაშვილმა.

კარლო პონტიმ გადაცემაში თქვა, რომ მიმოწერის შემდეგ, 1 თვეში ჩამოვიდა საქართველოში და „მისი პირველი გრძნობა იყო დადასტურება სიტყვა Belissimo-სი".

„ისეთი აღელვებული ვიყავი, როდესაც ვნახე.. ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედაჩემს მარიამის შესახებ რამდენიმე თგის შემდეგ ვუთხარი და ერთმანეთს პირველად ჟენევაში შეხვდნენ", - თქვა კარლო პონტიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×