ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი „შენი დილას" სტუმარი იყო, სადაც კარიერაზე, ემიგრანტობის სირთულეებზე და ბავშვობაზე ისაუბრა.
შეკითხვაზე, თუ სად არ იმღერებდა არასდროს, ნინი შერმადინი შემდეგნაირად პასუხობს.
„არასდროს ვიმღერებ რუსეთში, ეს ინტერვიუ გამომიქვეყნეთ, თუ მე ოდესმე იქ ფეხი დავდგი და ვიმღერე.
ბავშვობიდან იმხელა პროტესტი მაქვს იმის, რაც ხდება.
სანამ ჩვენ ოკუპირებულები ვართ, არანაირი სურვილი მაქვს, რომ წავიდე და იქ ვიმღერო",- ამბობს ნინი შერმადინი.