დახურვა
სტილი
14.02.2024

რა გავლენა აქვს სიყვარულს ჯანმრთელობაზე? - ამის შესახებ „იმედის დილის" ეთერში ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ ისაუბრა.

მედიკოსების განმარტებით, ემოციის გარდა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სიყვარულს სასიკეთო გავლენაც აქვს, როგორიცაა - ამცირებს სტრესს, თვითშეფასებას ამაღლებს და იმუნური სისტემის ფარია.

„ხანდახან მაქვს ხოლმე შურის შეგრძნება, ვისაც ასეთი თავისუფალი ფრენის რეჟიმი აქვს, რადგან მეორე ნახევრის მიმართ ნაკლებად გაქვს ანგარიშვალდებულება, ანგარიშვალდებულების გარეშე კი ხანგრძლივი ურთიერთობა არ არსებობს.

შესაბამისად, უნდა აირჩიო თავისუფლება უფრო გირჩევნია, თუ ანგარიშვალდებულებაში ყოფნა," - თქვა ნინო ნადირაძე.

კითხვაზე ქორწინებაში უფრო ბედნიერი წყვილები არიან თუ არა მან ასე უპასუხა:

"რაც ქეთიმ ამერიკული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძირითადად უბედური წყვილები არიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×