დახურვა
სტილი
16.02.2024

შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე წარადგინეს. ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.

„შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულო

ცავთ და ვუსურვებთ წარმატებას".

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უჰ, რა კარგი ამბავია - აკა მორჩილაძე ოთარ ჭილაძის შემდეგ მეორე ქართველი მწერალია, ვინც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი",- წერს გოგა ჩანადირი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×