დახურვა
სტილი
24.02.2024

ლევან წვერავას და ნინი კენჭიაშვილის ვაჟი 3 წლის გახდა.

ნოეს დედიკო და მამიკო - დუეტი „ლეონი" იუბილეს სოციალურ ქსელში ასე ულოცავს:

„დღეს ჩვენი ბედნიერების მთავარი თილისმა ნოე 3 წლის გახდა.

ნოეს გაუმარჯოს, იხარე, იბედნიერე და გვაბედნიერე მთელი ცხოვრება. ჩვენო მოუსვენარო მერცხალო. გვიყვარხარ ძალიან," - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

როგორც „ლეონის" სოციალური ქსელიდან ვიგებთ, ლევანმა და ნინიმ შვილის იუბილე ოჯახურ გარემოში აღნიშნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×