დახურვა
სტილი
24.02.2024

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„მორალის კითხვას ვერ მიიღებ მისგან, ვინც ჭაობშია ჩაფლული და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, ზემოდან დაგიწყებს ყურებას...

ანაფორას და მანტიას არასდროს ვცემ პატივს, ჩემთვის ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ დგას იმ ანაფორის მიღმა...

როგორც არ უნდა შეიფუთო, ყველა ადამიანი საბოლოოდ მაინც ვლინდება და პატივისცემა კი არ უნდა მოითხოვო, უნდა დაიმსახურო...

ყველას შუბლზე აწერია, ვის რა ღირებულებები გააჩნია...

კანტი და იუნგი თუ არ იცით, სახარება მაინც წაიკითხეთ, ვისაც პირველობა უნდა, ის უკანასკნელი იქნებაო...

საკმარისია ამდენი თვალთმაქცობა...

შესამოსელი არ აცხოვნებს ადამიანს... მისი გული და შეგნებაა მთავარი...

ამ ორის კი რა გითხრათ, დავეძებ ცხელი თვალებით და ვერ ვიპოვე ,,წმინდანების" წიაღში...

ამ ფარისევლობასაც ყოველთვის ვერ გაუძლებ... ვადა ეწურება და მერე უპირისპირდები... ქრისტე გულშია, მის რწმენას ვერავინ წაგართმევს, მაგრამ სწორედ ქრისტე რომ შეინარჩუნო, ამის გამო უნდა გაემიჯნო მოთამაშეებს!.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×