დახურვა
სტილი
11.03.2024

მომღერალ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ანეტა ნიკურაძე 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი და ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.

წყვილს ერთი ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე ჰყავს.

წყვილი შეყვარებულობის პერიოდს და ხელის თხოვნის დღის დეტალებს, გადაცემა „შუადღის" ეთერში იხსენებენ. „ორი წელი შეყვარებულობაში გავატარეთ. ხელის თხოვნის დღეს, ისეთ ადგილას ჩავედით, ფიზიკურად ადგილი არ იყო, სილამაზე, რომ ხელი მეთხოვა, შევცვალეთ ადგილი და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შუა ზღვაში ვთხოვე ხელი, ეგონა, რომ ვეხუმრებოდი",- ამბობს გიორგი ჭოხონელიძე.

„ვხვდებოდი, მეგობრების პასუხი ისეთი იყო, თითქმის გათქვეს, მაგრამ შემდეგ ისე ვიჩხუბეთ თურქეთში, ხელის თხოვნაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ტრადიციული ქორწილი აუცილებლად მინდოდა, თავისი თამადით ქართული ცეკვით, მე არ ვარ ის გამონაკლისი, ვისაც ქორწილი არ უნდა, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, ეს იყო ჩემი და ჭოხოს ერთ-ერთი დიდი სურვილი"- აღნიშნა ანეტა ნიკურაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×