დახურვა
სტილი
12.03.2024

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გუშინ გაიმართა.

Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, სწორედ მათთან ერთად სტუმრობდა მომღერალი „პირველი არხის" ეთერში, გადაცემას „ახალი დღე", სადაც ნუცამ სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა დეტალურად და აღნიშნა, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცადნენ, რომ სიმღერის მესიჯი ყოფილიყო ისეთი, როგორი ადამიანიც თავადაა.

„სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ, მაგალითად, იტყვი ხვალ ამას გავაკეთებ, თუ არ გააკეთე, შენ შენი თავის მტერი ხარ, ამიტომ, პირველ რიგში, შენ თავს უნდა აჯობო.. ძალიან გამიმართლა, რომ კარგი ადამიანები მყავს გარშემო, მაგალითად, რამე გიჟურს რომ ვიტყვი და მოგყვება.. ასეთი ადამიანები იყვნენ, ზაზა და შაკო და მინდა, დღესაც, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მათ.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×