დახურვა
სტილი
12.03.2024

მომღერალმა და ფსიქოლოგმა, თათა გიორგობიანმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში აქტუალურ თემებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, მითია თუ რეალობა, რომ მამაკაცებს წარმატებული ქალების ეშინიათ.

„მაპატიონ, მაგრამ მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება, არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა.

ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს - ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა - ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა," - ამბობს თათა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×