დახურვა
სტილი
20.03.2024

„პოსტალიონის" წამყვანი თინათინ ჯოხაძე პირველი შვილის მოლოდინშია. როგორი ფეხმძიმობა აქვს და როგორ ემზადება პატარასთან შესახვედრად, ამაზე ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრება.

თურმე, ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს. ორსულობა ყველაფრით მომწონს, საოცარი ემოციები ახლავს. ფეხმძიმე ქალები რომ დაიჩივლებენ ხოლმე რამეზე, არ მესმის. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს პერიოდი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე არანაირი გართულება არ მქონია და ამიტომ ეს მდგომარეობა ყველაფრით მომწონს. მეშვიდე თვეში გადავედი და უკვე აქტიურად დავიწყე მზადება: ბავშვის ოთახს ვაწყობთ, ავეჯსა და ტანსაცმელს ვყიდულობთ და ასე შემდეგ. ჩემი თავი საერთოდ აღარ მახსოვს, სულ პატარას ნივთების შესაძენად დავდივარ (იცინის). ვცდილობ, გავერკვე, რომელია ხარისხიანი, ბავშვისთვის უსაფრთხო და ასე შემდეგ, უკვე შეპყრობილი ვარ ამ თემებით (იცინის).

ბიჭს ველოდებით, თუმცა, ჯერ სახელი ვერ შევურჩიეთ. ვარიანტები გვაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ გოგოს სახელის მოფიქრება უფრო მარტივია, ვიდრე ბიჭის. ჯერ ვერაფრით ჩამოვყალიბდით და ალბათ, ბავშვს რომ დავინახავთ, მაშინ მივხვდებით, რა უნდა ერქვას - ეს არის ჩვენი ბოლო იმედი (იცინის).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×