დახურვა
სტილი
25.04.2024

მომღერალი - თამარ გვერდწითელი რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მას ქვეყნის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ამას თან ერთოდა დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, რამაც მომღერლის კარიერაზე ძალიან იმოქმედა.

მომხდარის შემდეგ თამარ გვერდწითელი ეკრანზე ახლახან გამოჩნდა და გადაცემის „შოუ ავტოგრაფი" სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილ დედასა და კარიერაზე ისაუბრა.

„ჩემს სახლში შინაურული კონცერტები იმართებოდა ხოლმე, მე და დედა ვიყავით სოლისტები. როდესაც სამი წლის ვიყავი, დედა მიხვდა, რომ სერიოზულ სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. სცენაზე ყოფნას ძალიან დიდი მომზადება სჭირდება, თავგანწირული გრძნობით უნდა იყოს ბავშვი გამსჭვალული. ამიტომ, ხუთი წლის ასაკში ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. ეს გზა თავიდანვე დედამ გამატარა, ბილიკზე, რომელსაც ჰქვია მუსიკა.10 წლის ასაკიდან შევუყვარდით ჩვენს თანატოლებს და საზოგადოებას"- განაცხადა თამარ გვერდწითელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×