დახურვა
სტილი
30.08.2021

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მოქალაქეებს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად პირად გამოცდილებას უზიარებს:

„მოკლედ აცრა რომ დაზღვევაა და იმედის გამყარება, ეს ჩემი აზრია და არ შემედავოთ უსახელგვარო და რაღაცნაირფოტოებიანი ანტივაქსერები, გბლოკავთ ეგრევე!

მაგრამ ვისაც არ სურს აცრა, ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომ იმუნიტეტი გაიძლიეროთ და ფილტვები გაშალოთ.

1. პირბადე სამედიცინო და ყოველ გასვლაზე ახალი

2. დისტანცია! ის თუ გიახლოვდება შენ გაიწიე

3. ანტიბაქტერიული ხსნარი ( უსუნეთ და სპირტის კონცენტრაციას კარგად რომ შეიგრძნობთ შეიძინეთ)

5. წყალი წყალი და კიდევ წყალი

6. ბანანი,ზღვის პროდუქტები, ავოკადო

7. გაქვთ თუ არა სმენა და ხმა დაიკიდეთ და იმღერეთ ბევრი ( ფილტვებისთვის)

8. რწმენა

9. პოზიტიური განწყობა

10. ყველა ოთახის ფანჯარა ღია

11. სანამ სახლში არ მოვალთ და საგულდაგულოდ არ დავიბანთ ხელებს თმაც კი არ გავისწოროთ

12. ისევ წყალი წყალი და წყალი

ჯანმრთელობას გისურვეეეებთ“, -წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×