დახურვა
სტილი
09.09.2021

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ კორონავირუსის დასრულების მნიშვნელოვანი გზა ვაქცინაციია. თუმცა, აცრა საზოგადოების ნაწილს აშინებს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენს ორგანიზმში ვაქცინა შედის? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მომზადებული სტატია შეიცავს.

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვაქცინას გაიკეთებთ, mRNA-ს ან დნმ-ს ყლაპავს ქსოვილის უჯრედები და კუნთებში არსებული სპეციალური იმუნური უჯრედები, ისევე როგორც დენდრიტული უჯრედები. დენდრიტული უჯრედები მთელ სხეულს დარაჯებივით ყარაულობენ და ეძებენ შემოჭრილი მიკრობების, მაგალითად, კორონავირუსის ნიშნებს.

მაშინვე, როგორც კი დნმ ან mRNA დენდრიტულ უჯრედებში ან ქსოვილის უჯრედებში მოხვდება, ეს უჯრედები მათ მიერ მიტანილი ინსტრუქციების გამოყენებით წვეტი ცილების წარმოქმნას იწყებენ. როგორც წესი, ეს პროცესი 12 საათზე ნაკლებს გრძელდება. მას შემდეგ, რაც წვეტი ცილები უკვე დამზადებულია და იმუნური სისტემისთვისაც ხილული, უჯრედები mRNA-ს და დნმ-ს შლიან და ანადგურებენ,

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ერთი რამ — მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უჯრედები თავად ახდენენ წვეტი ცილების გამომუშავებას, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მთლიანი ვირუსის ასლის შესაქმნელად. თუმცა, წვეტ ცილებს შეუძლია გამოიწვიოს სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვითი მექანიზმის გაძლიერება ისე, რომ ის უკვე მზად არის მთლიანი კორონავირუსის შეჭრის შემთხვევისთვისაც.

როდესაც ქსოვილის უჯრედები და დენდრიტული უჯრედები წვეტ ცილებს არასასურველ სტუმრებად აღიქვამენ, უჯრედები საკუთარ ზედაპირზე წვეტი ცილის მონაკვეთებს ათავსებენ, რათა სხვა უჯრედებმაც დაინახონ. გარდა ამისა, „საფრთხის“ სიგნალს ამავე დროს გამოყოფენ დენდრიტული უჯრედებიც, რათა უჯრედებს ამცნონ, რომ წვეტი ცილა საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შემდეგ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალები თქვენი სხეულის იმუნურ პასუხებს აძლიერებს.

რატომ გვტკივა მკლავი?

ვინაიდან ყველა ეს მნიშვნელოვანი პროცესი თქვენს სხეულში ხდება, შეიძლება დაგეტყოთ იმის გარკვეული ფიზიკური ნიშნები, რომ თქვენს კანქვეშ ამ დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. აცრის შემდეგ მკლავში ტკივილის მიზეზი ის არის, რომ იმუნური უჯრედები, მაგალითად, დენდრიტული უჯრედები, T-ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები მკლავისკენ გარბიან, რათა საფრთხე შეამოწმონ.

ასევე შეიძლება აგეწიოთ ტემპერატურაც ან იგრძნოთ ავადმყოფობის სხვა ნიშნები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სწორედ იმას აკეთებს, რაც გსურდათ. ეს უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც სხეული წვეტ ცილებთან ბრძოლას სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×