დახურვა
სტილი
04.06.2021

30 მა­ისს რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბლო­გე­რი, ინფლუ­ენ­სე­რი და ფო­ტო­მო­დე­ლი მი­რან­და (მიმი) შე­ლია და­ო­ჯახ­და. თუმ­ცა შე­ლი­ას ქორ­წი­ნე­ბა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მე­დი­ის­თვი­საც, რად­გან ქა­ლის რჩე­უ­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გრი­გო­რი (გრი­შა) მა­მუ­რი­ნი აღ­მოჩ­ნდა.წყვი­ლის ხე­ლის­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­უ­რე­ბი:

"ფი­ო­დორ სმო­ლო­ვას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცო­ლად მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვილს გაჰ­ყვა..."

"როს­ტო­ველ­მა მო­დელ­მა მი­ლი­არ­დე­რის ვაჟ­ზე იქორ­წი­ნა..."

"მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვილ­მა ცო­ლად 6 წლით უფ­რო­სი ქალი მო­იყ­ვა­ნა".

მი­რან­და­სა და გრი­შას შო­რის სხვა­ო­ბა ნამ­დვი­ლად 6 წე­ლია. 28 წლის მო­დე­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე 22 წლის ბლო­გე­რია. რუ­სულ მე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ წყვი­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რო­მა­ნი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა შე­ლი­ას "ინ­სტაგ­რა­მის" მი­ლი­ო­ნამ­დე მიმ­დევ­რის­თვის. მი­ლი­არ­დე­რის ახალ რძალს ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ტომ ფორ­დის ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი კაბა და ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა კი რჩე­ულს „კარ­ტი­ეს“ ფირ­მის ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი აჩუ­ქა. მი­რან­დას რჩე­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რის, იგორ ნეკ­ლი­უ­დო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლია.

თა­ვად გრი­გო­რი მა­მუ­რი­ნი "ცნო­ბი­ლი გახ­და" 16 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც გორ­კის პარკში გა­და­ღე­ბულ მის ერთ-ერთ ბლოგ­ზე გამ­ვლე­ლებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ არას­ტან­დარ­ტულ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და - მა­გა­ლი­თად, უნდა მი­ერ­თმი­ათ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ნა­გა­ვი, და­ე­ლი­ათ სა­კუ­თა­რი შარ­დი.

ამ სკან­და­ლის შემ­დეგ ბა­ბუ­ამ იგი ხა­ბა­როვ­სკში და­აბ­რუ­ნა და მისი გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. რის შემ­დე­გაც დიდი ხანი უც­ნო­ბი იყო, რას საქ­მი­ა­ნობ­და გრი­შა. 

რაც შე­ე­ხე­ბა მი­რან­დას ცხოვ­რე­ბას, მას შემ­დეგ რაც ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას­თან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა, მისი შემდეგი რჩე­უ­ლი რუსი ფეხ­ბურ­თე­ლი ფი­ო­დორ სმო­ლო­ვი გახ­და. თუმცა, აქაც მალევე დასრულდა ურთიერთობა. რაც შე­ე­ხე­ბა გრი­შა მა­მუ­რი­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­გორც რუ­სულ მე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა დი­ა­ნა მე­ლი­სო­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რია მას­ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×