დახურვა
სტილი
04.06.2021

10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.

მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება. ამჯერად მზის წრიული დაბნელება გველოდება. ამ დღეს ადამიანების ცხოვრებაში ცხოვრების ახალი ციკლი იწყება. სასურველია, ეს დღე პოზიტიურად გაატაროთ, რომ მომავალიც ასეთი გქონდეთ. არა აქვს მნიშვნელობა დაინახავთ თუ არა მზის დაბნელებას, ის ყველაზე მოქმედებს და განსაკუთებით მათზე, ვისაც არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. ზოგმა შეიძლება დაღლილობა ან თავბრუსხვევა იგრძნონ. იმატებს შფოთი, ემოციურობა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტრავმულობაც მომატებულია. ისწავლეთ თქვენი ემოციების, ფსიქოლოგიური მდომარეობის მართვა. მზის დაბნელების დღემდე კარგად დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი ძველი, გამოუსადეგარი და დაზიანებული. გამოუთავისუფლეთ ადგილი ახალს თქვენს ცხოვრებაში. არავისთან იკონფლიქტოთ, პირიქით, ეცადეთ, ღიმილით შეხედოთ ყველაფერს, ემოციებს არ აჰყვეთ. ის, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ და განიცდით, აყალიბებს თქვენს მომავალს, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. გირჩევთ, დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე უარი თქვათ ალკოჰოლზე და არ მიირთვათ ხორცპროდუქტები. შეძლებისდაგვარად, გაისტუმრეთ ვალები. თუ მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა) გსურთ გათავისუფლება, დაბნელებამდე 10 წუთით ადრე, გააზრებულად მოსწიეთ ბოლო ღერი, დაფიქრდით, რომ საბოლოოდ დაემშვიდობებით ამ მავნე ჩვევას.

პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საუკეთესოა ახალი საქმეების დასაწყებად, მიზნების განსახორციელებლად. ახლა ცოტა წინ გავუსწროთ მოვლენებს და ვნახოთ ის შუალედები, რომლებიც დაგვეხმარება სასურველის მიღწევაში. განსაკუთრებით კარგი პერიოდი გვაქვს 10-24 ივლისის და 8-22 აგვისტოს შუალედში. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას 29 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. მომდევნო კარგი პერიოდი გვექნება 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის შუალედში. კარგ პერიოდებში შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, იქორწინოთ, იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები, გაიკეთოთ გეგმიური ოპერაციები და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×