სტილი
(09.06.2021)

„დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში“ - სოფია კვინიკაძე საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სწორედ ამ სახელით გახდა. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს. სოფია დასთან, ანას კვინიკაძესთან ერთად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მუშაობს. ამის პარალელურად კი, საკუთარ ყოველდღიურობას მუდმივად უზიარებს 122 ათას „ინსტაგრამგამომწერს".

სოფია ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს სპორტდარბაზიდანაც და, როგორც ჩანს, აქტიურად ცდილობს წონის კლებას. მან „ინსტაგრამსთორიში“ 2013 წელს გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კორეაში ჩასვლამდეც ხშირად ვარჯიშობდა: „ვარჯიში ახლა არ 

დამიწყია. ვვარჯიშობდი წლები, უბრალოდ ჩავარდნა მქონდა კორეაში ჩამოსვლამდე ნახევარი წელი და ახლა ეს ბოლო ერთი წელი. პლუს, ჯანმრთელობის პრობლემები და მოვიმატე. ახლა რა ფორმაშიც ვარ, იმიტომ არ არის ძალიან უფორმო, რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული შიგნით ჩამალულ რელიეფზე და ცოტას მეხმარება, მაგრამ დაკლება უნდა“ - წერს სოფია.

როგორც აღმოჩნდა, საკუთარ წონაზე ერთ-ერთი გამომწერის ხუმრობამ სოფია ძალიან გააღიზიანა და მის მიერ გაგზავნილი წერილი „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა: „მითქვამს, სახელებს არ ვფარავ და ვდებ-მეთქი. ასე გამოჭენება გადაგაშენებთ მხოლოდ. დამემუქრა, დადე და ნახე, რა პასუხს მიიღებო“ - წერს სოფია ფოტოზე.

მიუხედავად ამ კომენტარისა, სოფია კვინიკაძეს სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ცოტა ხნის წინ, როცა სოფიამ ვრცელი ვიდეო ჩაწერა, სადაც კორეელ შეყვარებულთან დაშორებაზე საუბრობდა, გამომწერების მხრიდან მან უამრავი გამამხნევებელი და თბილი კომენტარი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე