სტილი
(18.11.2021)

ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: „წარსულის ბოლომდე დავიწყება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ისე შეიძლება შეგაზიზღოს თავი, რომ მისი სახელის გაგონებაზეც კი შეიძლება ტუალეტში გახვიდე და აღებინო. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით 2011 წლიდან, ვიქორწინეთ 2013 წელს და დავშორდით 2019 წელს. სასამართლო პროცესები ისევ მიმდინარეობს. იმედია, მალე დამთავრდება. ბევრი აგრესიულია, არ მოსწონთ, რომ არ გადავყევი ამ ამბებს და ბევრად უკეთესი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვიდრე მანამდე, როცა ვიყავი ძალადობის მსხვერპლი ამორალური ადამიანებისგან და ვცხოვრობდი მარწუხებში, აგრესიასა და მუდმივ სტრესში, ფაქტობრივად, ვცხოვრობდი ციხეში“ - განმარტავს ნეკა.

ერთ-ერთ კითხვას, რომელიც ყოფილი ქმრისგან ღალატს ეხებოდა, ნეკამ უპასუხა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას უღალატა: „მან არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ღალატის ფაქტები, ფოტოები და მესიჯები ვიპოვე, უფრო დიდი შოკი კი ის იყო, რომ ის გოგო ქართველი იყო...“ - წერს ნეკა.

მოდელი განმარტავს იმასაც, რომ მისი შემთხვევა მაგალითი უნდა იყოს ყველა იმ კაცისთვის, რომელიც ქალზე ძალადობს: „მალე მოგიყვებით ყველაფერს რეალური ფაქტებით და ყველა ცილისმწამებელს ფარდას ავხდი, რომ დავასრულო ეს თემა ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. ჩემი კეთილსინდისიერება და დუმილი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად გამოიყენეს. მე ასე აღვიქვამ ჩემს პროცესებს, რომ ეს უნდა გახდეს სამაგალითო ყველა მოძალადე კაცისთვის, რომლებიც ყოველდღიურ წნეხში ამყოფებენ ოჯახის წევრებს. ამ ქვეყანაში საბოლოოდ უნდა გადატყდეს წელში ქალების მიმართ ასეთი არათანასწორი და, ფაქტობრივად, რეპრესიული დამოკიდებულებები. ადამიანები თავიანთ ცოლებს სცემენ, ასახიჩრებენ, ხოცავენ და საზოგადოება დუმს, ხან კი უარესი - მოძალადეს ემხრობა“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე