სტილი
(23.11.2021)

ჟურნალისტი და ტელესახე თაკო ფხაკაძე რამდენიმე დღის წინ გადაცემა „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა. მან, სხვა საინტეერსო თემებთან ერთად, ოჯახსა და მეუღლეზე, გიორგი ქუთათელაძეზეც ისაუბრა: „31 წელია, ერთად ვცხოვრობთ და არასდროს გვდომებია ერთმანეთისგან დასვენება. გიორგის დიპლომატიის უმაღლესი ხარისხი აქვს, ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის მოგვარება შეუძლია. ეს არის მისი ტალანტი და ეს განაპირობებს, რომ ჩვენი კონფლიქტი არასდროს გადაზრდილა ჩხუბში, თუმცა კაცრი და მომთხოვნი არის, ეს არ ჩანს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვიცი, რომ ვერ გავაკეთებ, რადგან მას არ მოეწონება.

ერთმანეთი გავიცანით ტელევიზიაში, ჩვენი მეგობრები დაქორწინდნენ და ჩვენ ვიყავით მეჯვარებიი, ძალიან მალევე, 4-5 თვეში ჩვენც შევუღლდით, მერე მარიამიც გაჩნდა. ჩვენი სიყვარული ისეთ ურთიერთობაში გადაიზარდა, რომლის დანგრევაც ორივეს დაგვენანებოდა. მას აქვს ფარი, რომ არის რბილი, დამყოლი, თუმცა ოჯახში „პარადი“ მას მიჰყავს. ამას ვერასდროს იგრძნობ, მაგრამ გადაწყვეტილება არის მისი“ - თქვა თაკო ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე