სტილი
(30.11.2021)

მამა პეტრეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის სვეტიცხოვლის დეკანოზია და მრევლს სოციალური ქსელიდანაც ხშირად მიმართავს. ამჯერად მამა პეტრე ია ფარულავას გადაცემას, „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი შვილის შესახებ ისაუბრა: „ჩემს შვილს, მარიამს, მოუნდა, რომ ჩემთვის ეთხოვა, ფოტო დამედო. დავდე ჩემს კედელზე ფოტო, სადაც მარიამი მდინარეზეა. მოკლედ, მეორედ მოსვლა ატყდა ჩვენს ქვეყანაში. ერთი თვე ყველა ბრუნვაში გვატრიალებდნენ. ჩემს შვილს იმდენი გაუკეთეს, რომ ეკლესიაც შეაძულეს და ანაფორიანის დანახვაც. ბევრჯერ უთქვამს, რომ გაიხადე ანაფორა და წამოდიო. ძალიან ბევრმა სასულიერო 

პირმა დაგვწყევლა კიდეც. ჩემს შვილს გული მოუკლეს. ამიტომ ასეთი ფარისევლებისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლეს ეკლესია“ - აღნიშნა მამა პეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე