სტილი
(01.12.2021)

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულია გადაცემაში „ქალები“თანამედროვე თინეიჯერების შესახებ საუბრობს. ნანუკა ამბობს,რომ თანამედროვე თინეიჯერები სასტიკები არიან და ისინი მასში შიშს გრძნობას იწვევენ.

„მეშინია თინეიჯერების… მთელი გულით. მართლა. ძალიან მიყვარხართ ყველა, გკოცნით, მაგრამ ძალიან მეშინია, განსაკუთრებით ჩვენი თანამედროვე თინეიჯერების. ჯერ ერთი, ძალიან სასტიკები არიან. ბიჭი თინეიჯერები შეკრებილები რომ არიან, სერიოზულად მეშინია იქ ჩავლის. „ეე, ბიჭო“, რაღაცებს გეძახიან. არ დაკვირვებიხართ, გიჟებივით არიან. ამ ასაკში ჰორმონების, ზრდილობა - უზრდელობის, თავისუფლება - არათავისუფლების ზღვარზე არიან და ფსიქოპათებივით იქცევიან… გოგონები არიან საშიში იმიტომ, რომ სახეზე არიან გასულები ამ ქვეყნიდან, სადღაც არიან. ბავშვობიდან მეშინია, გრძელთმიანი გოგონების, საშიშ ფილმებში რომ არიან. მაგათ ჰგვანან ყველანი, უფერულები… რომ ჰკითხავ რაღაცას და რომ გპასუხობს, ვერ იგებ, რას გეუბნება…“, - ამბობს ნანუკა გულუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე