სტილი
(06.12.2021)

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ცნობილი პუბლიცისტისა და ფილოლოგის, თამაზ ტყემალაძის გარდაცვალებას ეხმიანება. ის მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„ბატონო თამაზ… რამდენი რამის თქმა მინდა… თავს ვერ ვუყრი სიტყვებს, რა ვთქვა… მადლობა ცოტაა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე. უფროსი მეგობარი, მასწავლებელი, თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებული და მზრუნველი ადამიანი! ცოტა ხნის წინ რომ ვისაუბრეთ, თქვენი შექებით კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომეცით. იმედია, სულ იამაყებთ ჩემით, იქაც, სადაც იქნებით. როგორ მინდოდა თქვენი ჩაწერა, მაგრამ დავაგვიანე ძალიან მტკივა გული… იმედია, იმას გრძნობდით და იცოდით, როგორ მიყვარხართ ! მადლობა და ნახვამდის…“, - წერს ბაბი კირკიტაძე.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე