სტილი
(07.12.2021)

35 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, მისი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის.

ნინი ბადურაშვილი ყვითელ პრესაში ხშირად მოხვედრილა, თუმცა სიმღერებისგან განსხვავებით, ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს. ამ ბლოგში სწორედ ნინი ბადურაშვილის პირადზე მოგიყვებით.

ოჯახი 

ქართველი მომღერალი და მსახიობი. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის — ეკა კახიანის ოჯახში. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე.

სკანდალური ქორწინება

2013 წელს ნინი ბადურაშვილი დაქორწინდა მისი რჩეული ბიზნესმენი ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ იყო, წყვილს 1 საერთო შვილი ელენე ჰყავთ.  ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა არა­ნაკ­ლებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე გან­ქორ­წი­ნე­ბა. ნი­ნის ბე­ბია ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მა­შინ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ნამ­დვილ ქარ­თველ ვაჟ­კაცს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა გააკრიტიკა­. მა­შინ ნინი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლიც კი გახ­და, რო­დე­საც საქმრო და­უ­წუ­ნეს. სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა გან­ქორ­წი­ნე­ბაც. თბი­ლის­ში ნინი ორ­სუ­ლი დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი მა­ლავ­და რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, სა­ნამ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ არ და­ი­ბეჭ­და, სა­დაც მა­მა­კა­ცი ნი­ნის ყო­ფი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­და. ბადურაშვილის ქმარს უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, ნინის კი ჯერ ახალი რჩეული არ უპოვია. ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი დღეს კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი კი ხში­რად სტუმ­რობს მა­მას მოს­კოვ­ში.

სკანდალური სტატუსი და ბულინგი

2020 წელს ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვია, რის გამოც ის საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, ნინის ამ კომენტარს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ნინიმ მაშინ „დაიჯესტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გოგონას ბოდიში მოუხადა. 

ნოე სულაბერიძე და ნინი

 პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მომღერალ ნინი ბადურაშვილის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საზოგადოება წყვილის ფარული რომანის შესახებ ალაპარაკდა, თუმცა წყვილი ამბობდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო და ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

იხილეთ სრულად: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე