სტილი
(28.12.2021)

ალბათ, იცით, რომ მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალი წლის ღამეს მთავარ არხზე თავის შვილთან, ელის-მარიასთან ერთად გამოჩნდება.

სოციალურ ქსელში საახალწლო გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაოცება ნიჟარაძის შვილთან ერთად გამოჩენას უკავშირდება.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს ელის-მარიასთან დაკავშირებით პასუხიც კი გასცა.

„ელის-მარია სააკაშვილის გვარს რატომ არ წერთ „ტეხავს?“ - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგნაირად უპასუხა: „რომ ტეხავდეს ნიჟარაძე იქნებოდა. არასდროს უთქვამს მედიას - ნანუკას შვილი საბა კოდუა. ამბობენ, ნანუკას საბა და ასეა ყველაზე. გვარით რატომ უნდა მოიხსენიონ, სააკაშვილი რადგან არის?“

შეგახსენებთ, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე პა­ტა­რა ელის-მა­რი­ას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი თვეა რაც დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რალ­მა ამერიკაში იმ­შო­ბი­ა­რა და შ­ვილ­თან ერ­თად იქ ცხოვ­რობ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე