სტილი
(10.01.2022)

რამდენიმე დღის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელსაც პატარა ქალიშვილი ჰყავს და ძუძუთი კვების პროპაგანდას აქტიურად ეწევა, ფოტო დადო - საჭესთან ზის და ბავშვს ბუნებრივად კვებავს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა დედამ გააკრიტიკა ალექსანდრა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის ბრალდებით. სწორედ ამიტომ, მოგვიანებით ალექსანდრამ ჯერ პოსტი დაარედაქტირა, მერე კი პატარა ვიდეოები გამოაქვეყნა კრიტიკოსების საპასუხოდ - ასე უნდა მეჭიროს თუ არა ბავშვი, შეიძლებაო?

"დედებო, ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ, პატარას სიმშვიდისთვის?? late edit: აქ მანქანა დგას, არ მიდის.

ვაჭმევ და გადავცემ უსაფრთხოდ მამას, ხომ შეიძლება ჰალჰო?" - წერს ალექსანდრა.კომენტარებიდანაც გთავაზობთ რამდენიმეს:

საჭესთან ბავშვის კვება მართლაც რომ რისკია მისი სიცოცხლისთვის, როგორც წინ მოძრაობისას კალთაში მყოფი. მეტი რისკი...

და უსაფრთხოება? მეც მყავს 6 თვის გოგონა, თბილისში ისე მოძრაობს "საზოგადოება", ასე ნამდვილად ვერ გავრისკავ.

ლაქტაცია გასაგებია, მაგრამ თუ ბავშვზე ვზრუნავთ, მის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ, შენ შეიძლება კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ ბევრი იდიოტი დსდის. ასეთ დროს გააჩერო და ისე აჭამო ჯობია. სადაც არ უნდა გეჩქარებოდეს!

ბავშვის საჭესთან დასმა მისი უსაფრთხოებისთვის დიდი რისკია. ზუსტად ვიცი, რომ შენ ამ რისკზე არ წახვიდოდი. ამ ხალხს რატომ ჰგონია, რომ წახვედი, არ ვიცი.

ფბ-ზე დედობა ჩამოგართვეს უკვე. უსაყვარლესი ხართ ორივე გოგო და ბევრი სიყვარული თქვენ.

სანამ

აქ ეს ფოტო ვნახე, ფბ-ს ვსქროლავდი და ხალხი ითხოვდა არა მარტო მართვის მოწმობის ჩამორთმევას, არამედ დედობისაც და ერთი ლოგიკური და ცოტა უზრდელური კითხვა გამიჩნდა ამ ხალხის მიმართ: ნეტავ რატომ ჰგონიათ, რომ ისინი უფრო ნერვიულობენ თქვენს შვილზე. პ.ს. ულამაზესები და უსაყვარლესები ხართ და გააგრძელეთ ასე ხალხის გაგიჟება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე