სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მეუღლეს დაშორდა.
ახლა, ის მეგობრებს სასიხარულო ამბავს უზიარებს და წერს, რომ მეუღლეს შეურიგდა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და პირადი მესიჯებისთვის, რომელიც უწყვეტად შემოდიოდა გუშინწინდელი სტატუსის შემდეგ. მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ. იმიტომ მიყვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნობაში ჩემი ადამიანური ღირსების რეალიზაციას ვხედავ, ეს მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის ობიექტის წარმავალი თვისებები თუ გარკვეული ქმედებები. სიყვარულის მარადიულობის არსიც და მისი კონსტრუქციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საკუთარი, ადამიანური თვისებების და გრძნობების კვლავწარმოება შეგვაძლებინოს, მიუხედავად ყველაფრისა...
ამით განისაზღვრება შენი ინდივიდუალიზაციის ღირებულება და ასე ხდები თვითკმარი და შეუცვლელი. მაშინ ხდები მოსიარულე სიყვარული და მთელ სამყაროსაც მაშინ უყვარხარ.
ბოლოს, მათთვის ვისაც დასასრული აინტერესებს სტაფილოსფერ ფერებში: მამარდაშვილს და არისტოტელეს ძალიანაც აღარ შევაწუხებ და ჩემი მოღალატე, აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: „შენზე თ**ლი ნაშა“ არ მეგულებაო.
დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE ... მეტი დეტალები არ გვინდა... ასე რომ დავივიწყოთ წარსული.
ცხოვრება მიყვარს, ის კი ძალიან ხანმოკლეა სხვა ყველაფრისთვის გარდა სიყვარულისა...
პ.ს იმედია, პატრიარქატის და ქალი ისე კაცი ასე სტერეოტიპები როგორი ვლეწე, რა საოცარი შოუებით, გულაობით და რაც მთავარია ქალებისადმი დიდი სიყვარულით და თანადგომით, ამაზეც ოდესმე დავწერ. ეს ისეთი საოცარი, ძალიან თამამი და ამავდროულად ისეთი ამაყი თავგადასავლებია, დასანანი იქნება არ დაიწეროს. ვფიქრობ ყველა ქალის სახელით გავეცი პასუხი პატრიარქატს“, - წერს მარიამ კუკუნაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე