სტილი
(17.01.2022)

შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე, ცნობილი დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ის აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს. სულ ცოტა ხნის წინ კი მან საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან დადებითი, ნაწილისგან კი უარყოფითი შეფასებები მიიღო.

ევას ფოტოზე დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს გამოეხმაურა ტელეწამყვანი მაია ასათიანი: „ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა!

ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას 

დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!!

და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე