სტილი
(24.01.2022)

ბოლო დროს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრება არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო დავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ჯერ არ დასრულებულა, ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესი არსებობს. რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები საქმის მასალებიდან, კერძოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის აუდიოჩანაწერი. ჩანაწერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ნეკა დოროყაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა: „უამრავი მესიჯი მივიღე, დიდი 

მადლობა მხარდაჭერისთვის. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს. ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე, ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი, ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი. მე მჯერა, რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია იქნება მაგალითი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ვუშველოთ ამ ქალებს. გვახსოვდეს, ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ“ - წერს ნეკა დოროყაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე