სტილი
(24.01.2022)

ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­რცელ­და, არის ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი, კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი და არ ასა­ხავ­და ნამ­დვილ ში­ნა­არსს.

რო­გორც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მისი დუ­მი­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი არის ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ სურს დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ორი დღის წინ, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­ვე­თილ სი­უ­ჟეტს, რო­მე­ლიც სა­მარ­ცხვი­ნო ტე­ლე­ვი­ზი­ამ მო­ამ­ზა­და: ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­რცელ­და, არის ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი, კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი. არ ყო­ფი­ლა სრუ­ლი სა­ხით ნაჩ­ვე­ნე­ბი და არ ასა­ხავ­და ნამ­დვილ ში­ნა­არსს.

ამ გა­და­ცე­მით, პირ­ველ რიგ­ში, შე­ი­ლა­ხა ჩემი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლეა და შე­საძ­ლოა მარ­ტი­ვად გახ­დეს ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი.

ჩემი შვი­ლი არის ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, მო­ტი­ვა­ტო­რი და ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ასე­თი უზ­ნეო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მსგავ­სად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნონ ეჭვი ამა­ში.

ჩემი დუ­მი­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი არის ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ მსურს დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი!

მე პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­მარ­თვას არ ვა­პი­რებ და ვე­ლო­დე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე