სტილი
(27.01.2022)

100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს - ეს განცხადება ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ კორონავირუსი სხვა უარყოფით გავლენებთან ერთად განაყოფიერების პროცესსაც მკვეთრად აფერხებს და ინფიცირებისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავები.

ფხაკაძის ამ განცხადებას კი სოციალურ ქსელში ექიმი გიორგი ღოღობერიძე ეხმაურება. მისი თქმით, „აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის. გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი. მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება,“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე