სტილი
(10.02.2022)

არტისტი გია ბაღაშვილი მეუღლეს თაკო ტაბატაძეს დაშორდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკოს ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული ფეხბურთელი - ნუგზარ სპანდერაშვილი, იგივე სპანდერაა. მ ამბის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ზოგმა გააკრიტიკა ტაბატაძე, ზოგმაც ახალ წყვილს ბედნიერება უსურვა. როგორც ჩანს ბედნიერების მსურველზე მეტი, კრიტიკოსი აღმოჩნდა...

ამიტომ ტაბატაძე სოცქსელში მხატვრული ფილმიდან „მარიტა“ ნაწყვეტს აზიარებს... ამ მონაკვეთში ბრბო, საზოგადოება მარიტას კიცხავს, ამუნათებს და ტალახს ესვრის... „განა სოფელი ბრმა არის... ღობესაც თვალი აქვს, ჯამ-ჭურჭელსაც. ერთი წუნწლიანი თაგვი მთელ ქვევრს წაბილწავს... გენაცვალე სოფელო, ვიშ შენს ძალასა... ვიდეოს აღწერაში კი ტაბატაძე „ჰეითერებს“ მიმართავს: „გენაცვალე სოფელო, უჰ, შენს ძალასა…“  P.S. დამითაგეთ „ჰეითერები.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე