სტილი
(16.02.2022)

„რუსთავი2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმთაიმის“ თემა ამჯერად “ბულინგი“ იყო.

გადაცემის სტუმრებმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს და საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითებიც მოიყვანეს.

ცნობილმა დერმატოლოგმა ზაზა თელიამ აღნიშნა, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა თმის ცვენის შეჩერების რეკომენდაციასთან დაკავშირებული რჩევის გამო. სწორედ ამიტომ თელიამ სოციალური ქსელი გააუქმა.

თელიას გადაცემის მიმდინარეობისას ირაკლი კაკაბაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები ცნობადობას „ტენიან“ ადამიანს, რომელსაც ეს არ უნდა. 

„ცნობადობას „ტენიან“ იმისთვის, რომ ფული გააკეთონ. რეიტინგი, რეიტინგი, რეიტინგი, რეიტინგი... ყველა ასეთია. კაცი იძახის არ მინდა ცნობადობაო, და ესენი: არა, გინდა თუ არა ცნობადი იყავი, ყვითელი იყავი, ბოტკინი დაგემართოს!“ - ამბობს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე