სტილი
(21.02.2022)

მწერალთა კავშირის წევრი და დიზაინერი - გიორგი მასხულია სამმა ადამიანმა სცემა.

ის ცემაში იუმორისტ, რობერტო მავანს ადანაშაულებს. აღნიშნულ ინციდენტს ტელეწამყვანი - ნინო ადამაშვილი გამოეხმაურა როგორც ცნობილია, წლების წინ ადამაშვილმა გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე უჩივლა. სასამართლომ მასხულიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მიუხედავად კონფლიქტისა, ადამაშვილმა მასხულიას ცემის ფაქტს ემიჯნება და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ მასხულიას ცემაში ლევან კვარაცხელია,

იგივე რობერტო მავანი მონაწილეობდა, ადამაშვილი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ რობერტო ამას არ იკადრებდა.

„გავიგე რომ მასხულია სცემეს (ადამიანურად მართლაც ძალიან შემეცოდა) იმის მიუხედავად რომ ეს ის მასხულიაა ქალზე (ანუ ჩემზე) ძალადობის გამო რომ 2 000-ლარიანი გირაო გადაიხადა! (და სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ რომ მიმდინარეობს) რაც შეეხება, მავანის ამ საქმეში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არ არის! ის ამას არასოდეს იკადრებდა... მჯერა, რომ პოლიცია დროულად დააკავებს დამნაშავეებს და ისევე დაისჯებიან, როგორც ერთ დროს თვითონ დაისაჯა და სიმართლეც გაირკვევა! მასხულია - ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებ“, - წერს ადამაშვილი.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე